ზელენსკი: ახლო აღმოსავლეთში სამ დღეში Patriot-ის იმაზე მეტი რაოდენობის რაკეტა გაისროლეს, რაც უკრაინას 2022 წლიდან გადასცეს. უკრაინას არასდროს ჰქონია რაკეტების ასეთი რაოდენობა, რათა თავდასხმები მოეგერიებინა

ახლო აღმოსავლეთში მხოლოდ სამ დღეში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა Patriot-ის 800-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს, რაც იმაზე მეტია, რაც უკრაინამ რუსეთის შეჭრიდან დღემდე მიიღო, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„უკრაინას არასდროს ჰქონია რაკეტების ასეთი რაოდენობა, რათა თავდასხმები მოეგერიებინა. მხოლოდ უკანასკნელ სამ დღეში 800-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, როცა უკრაინა 2022 წელს პირველად გადაეყარა ირანულ დრონებს, მათ ჩამოსაგდებად კიევი იყენებდა „ყველაფერს, რაც ჰქონდა“. თუმცა მოგვიანებით უკრაინამ გამოცდილება დააგროვა.

„ყველა ხვდება, რომ Patriot-ის რაკეტები არ არის საკმარისი“, – დასძინა ზელენსკიმ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი: ევროკავშირის გაფართოების კი არა, ამ ერთობის შენარჩუნების საკითხი დგას...

პარტია “ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს მიმართ ევრობიუროკრატების მიერ გაჟღერებულ განცხადებებსა და მოახლოებულ გაფართოების ანგარიშში საქართველოს შესახებ მოსალოდნელ ჩანაწერს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის...