დავით ქართველიშვილი “ნეტგაზეთზე”: მზია “დამაღლობელის” რაღაც სააგენტო, სინამდვილეში უცხო ძალების პროპაგანდის ინსტრუმენტი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ვიღაც გოგოს რაღაც ფრაზის გამო ასამართლებენ – ეს არის ტყუილი, სოფო ბათილაშვილს ასამართლებენ ბევრი ქართველის დედის გინების გამო

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ეხმიანება “ნეტგაზეთის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მომღერალ სოფო ბათილაშვილს “სიმღერაში გამოყენებული ფრაზის გამო ასამართლებენ.”

ქართველიშვილის თქმით, მზია ამაღლობელის სააგენტო უსუსურად ცდილობს მოატყუოს საზოგადოება და გაამართლოს მომღერალი, რომელმაც მილიონზე მეტ ადამიანს დედა აგინა.

“სიმღერაში გამოყენებული ფრაზის გამო… დაწერა ბოროტების პროპაგანდამ პასკვილი და ძალიან მდაბიოდ, ძალიან უსუსურად ცდილობს “გააპრავოს” ვიღაც ბათილი, რომელმაც მინიმუმ 1 200 000 ადამიანს დედა აგინა. მზია დამაღლობელის რაღაც სააგენტო, სინამდვილეში უცხო ძალების პროპაგანდის ინსტრუმენტი ასეთი გაიძვერობით ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ვიღაც გოგოს რაღაც ფრაზის გამო ასამართლებენ. მრუდე რეალობა კი არ არის ეს, ეს არის ტყუილი. ბათილს ასამართლებენ დედის გინების გამო, ბევრი ქართველის დედის გინების გამო. არ გაგივათ ეს მაიმუნობა,” – წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი: ევროკავშირის გაფართოების კი არა, ამ ერთობის შენარჩუნების საკითხი დგას...

პარტია “ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს მიმართ ევრობიუროკრატების მიერ გაჟღერებულ განცხადებებსა და მოახლოებულ გაფართოების ანგარიშში საქართველოს შესახებ მოსალოდნელ ჩანაწერს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის...