ახლა საქართველოს ციხეში ზის 3 ადამიანი, რომლებიც სხვა ადამიანს წვავდნენ „მოლოტოვის კოქტეილით“ და ამ 3 ადამიანის გათავისუფლებას გვთხოვს ბრიუსელი, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს ბრიუსელი საქართველოში არის ძალადობისა და მოძალადეების მხარდამჭერი, დამფინანსებელი და წამქეზებელი.
„სხვაგან მკვლელობის მცდელობას ეძახიან და შემდეგ ევროკომისია თუ სხვა სტრუქტურები ჩვენ გვთხოვენ მკვლელობის მცდელობის ჩამდენების გაშვებას. ამ დანაშაულის თანამონაწილე არის ბრიუსელი საქართველოში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.









