საფრანგეთი აქციების ახალი ტალღისთვის ემზადება

საფრანგეთი აქციების ახალი ტალღისთვის ემზადება. მოსწავლეთა ორგანიზაცია „ლელისეანი” დღეიდან საშუალო სკოლების ბლოკირების მოწოდებით გამოვიდა. მანამდე მოსწავლეთა პროფკავშირმა, „იუ-ეს-ელმა“ და სტუდენტურმა გაერთიანებამ ახალგაზრდებს 3 ნოემბერს სკოლებისა და უნივერსიტეტების ბლოკირებისკენ მოუწოდეს. 5 ნოემბერს კი საფრანგეთში სხვადასხვა პროფესიული სექტორის თანამშრომელთა გაფიცვაა დაგეგმილი.

საფრანგეთშია „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი, რომელიც მოქალაქეებს ესაუბრა. ისინი საცხოვრებელი ხარჯების ზრდაზე აკეთებენ აქცენტს.

„პრობლემა ისაა, რომ ყველაფერი ძვირდება, ხელფასები კი არ იზრდება. სკოლებში არაფერი არ არის წესრიგში. ცივა და ადამიანები ამასაც აპროტესტებენ. აქ მართლაც ბევრი რამ არ არის რიგზე სხვა ქვეყნებთან შედარებით“, – განაცხადა „ქრონიკასთან“ ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა ნანა სანდერსმა, ზურაბ ჭავჭანიძემ და ანტონ ვარდანიძემ...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა ნანა სანდერსმა, ზურაბ ჭავჭანიძემ და ანტონ ვარდანიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. მათ ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე საპროცესოს გაფორმების თხოვნით პროკურატურას...