დღეს წმინდა მამა გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსის ხსენების დღეა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მამა გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა არქიმანდრიტი გაბრიელი წმინდანად 2012 წლის 20 დეკემბერს წმინდა სინოდის სხდომაზე შერაცხა და მისი ხსენების დღედ 2 ნოემბერი დაადგინა. სახელად ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი ეწოდა.

მამა გაბრიელი, ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე, 1929 წლის 26 აგვისტოს დაიბადა. გასაოცარ სულიერებას მამა გაბრიელი ბავშვობიდან ამჟღავნებდა. 12 წლისამ კარგად იცოდა სახარება. ჯერ პატარა სენაკი, შემდეგ კი ეკლესია საკუთარ ეზოში თავად ააშენა. კომუნისტურ პერიოდში მისი ეკლესიის დანგრევას რამდენჯერმე შეეცადნენ.

მამა გაბრიელი დასაწყისში ორი წელი სიონის საკათედრო ტაძარში მსახურობდა. 1955 წელს კი ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელ ჩაჩანიძემ იგი მცირე სქემაში ბერად აკურთხა და სახელად მისი სურვილით, წმინდა გაბრიელ ათონელის მსგავსად, გაბრიელი ეწოდა.

მისი რწმენის გამო კომუნისტურ პერიოდში იგი იდევნებოდა. 1965 წლის 1 მაისს მინისტრთა საბჭოს შენობაზე ლენინის 12-მეტრიანი სურათის დაწვის გამო კი იგი თბილისის #1 იზოლატორშიც მოხვდა.

მამა გაბრიელი 50-იან წლებში ბეთანიელ ღირს მამებს, იოანესა და გიორგის დაუკავშირდა. მამა გიორგი (იოანე) მხეიძე მისი სულიერი მოძღვარი იყო. ღირსი მამა ბოლო წლებში სამთავროს დედათა მონასტერში მოღვაწეობდა, სადაც 1995 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა.

მისი ანდერძის შესაბამისად, იგი ჭილობში გაახვიეს და მონასტრის ეზოში დაკრძალეს. საფლავი 2014 წელს 22 თებერვალს გაიხსნა.

ამჟამად წმინდანის წმინდა ნაწილები სამთავროს დედათა მონასტრის ფერისცვალების სახელობის ტაძარშია დასვენებული.

მსგავსი სიახლეები

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საფრანგეთის საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი „სტაბილურიდან“ „უარყოფითამდე“ შეამცირა

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საფრანგეთის საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი „სტაბილურიდან“ „უარყოფითამდე“ გააუარესა. სააგენტოს განმარტებით, გაუარესებული ფისკალური პირობები და პოლიტიკური ფრაგმენტაცია ქვეყნის ვალის სტაბილიზაციის პერსპექტივებს საფრთხეს უქმნის. Fitch-მა...

ერდოღანი: თურქეთისთვის მიუღებელია შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმები, მიუხედავად იმისა, თუ...

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სამოქალაქო გემებზე თავდასხმები და ნებისმიერი ქმედება, რაც შავ ზღვაში დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას იწვევს, არავის ინტერესებში არ შედის....

ალი ასადოვი – საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია,...

საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხები საუკუნეების განმავლობაში მოძმე, მეგობრულ ვითარებაში ცხოვრობენ, — ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი...

ფრიდრიხ მერცი – გერმანიას ირანთან კონფლიქტის შეწყვეტაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინტერესი აქვს,...

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანიას ირანთან კონფლიქტის შეწყვეტაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინტერესი აქვს. მისი თქმით, ენერგომატარებლების გაძვირება ევროპას უკვე 100 მილიარდ ევროზე მეტი დაუჯდა. „მე...