გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გამართული საპროტესტო აქციების დროს მომხდარი დაპირისპირების შედეგად 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გამართული საპროტესტო აქციების დროს მომხდარი დაპირისპირების შედეგად 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ გერმანული მედია ჰესენის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით წერს. პოზეკის თქმით, დემონსტრაციის დროს 17 მაღაზია დაზიანდა, 5 კი გაძარცვეს. პოლიციამ 54 ადამიანი დააკავა.

ხელისუფლების ცნობით, ფრანკფურტში გამართულ საპროტესტო აქციებში 8000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. 1500-მდე პირმა კი ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინა. დაკავებულთა უმრავლესობა გერმანიის მოქალაქეა, თუმცა მათ შორის არიან მიგრანტებიც.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა ნანა სანდერსმა, ზურაბ ჭავჭანიძემ და ანტონ ვარდანიძემ...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა ნანა სანდერსმა, ზურაბ ჭავჭანიძემ და ანტონ ვარდანიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. მათ ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე საპროცესოს გაფორმების თხოვნით პროკურატურას...