თეა ახვლედიანი: დღეს სრულიად საქართველო გლოვობს ხუთ მცირეწლოვან გოგონას

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების ოჯახს და ქვეყანას კიდევ ერთხელ უსამძიმრებს.

„დღეს სრულიად საქართველო გლოვობს ხუთ მცირეწლოვან გოგონას – ემილია, ანა-მარია, ელენე, ნია და სოფიო ჭოლარიებს… ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად მომხდარმა ამ უმძიმესმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა.

უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებ ოჯახს, რომელთა ნუგეში ძნელია ხუთი შვილის დაკარგვით განცდილი განუზომელი მწუხარების ჟამს. გამძლეობას ვუსურვებ მათ და ვუდასტურებ გულწრფელ თანაგრძნობას!” – აცხადებს სახელმწიფო მინისტრი.

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 5 მცირეწლოვანი 5 იანვარს ემსხვერპლა. გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ. ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს საქართველოში გლოვის დღეა გამოცხადებული.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა, ვნახეთ,...

მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა - ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი...