„დიდი კედელი-2026“ ტერორიზმთან ბრძოლის საერთაშორისო ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტის გენერალური მდივანი: ფორუმი ორიენტირებულია ხელოვნური ინტელექტის განვითარების კონტექსტში ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებაზე

ფორუმი ორიენტირებულია ხელოვნური ინტელექტის განვითარების კონტექსტში ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებაზე, – ამის შესახებ „დიდი კედელი-2026“ ტერორიზმთან ბრძოლის საერთაშორისო ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტის გენერალურმა მდივანმა, პენ ძიძუნმა განაცხადა.

როგორც ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, მათი მიზანია, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერება და გლობალური ანტიტერორისტული თანამშრომლობის განვითარება. მისი თქმით, სწორედ ეს არის აღნიშნული ფორუმის ძირითადი მიმართულებები.

„ჩვენ შევქმენით მაღალი დონის, პროფესიული და თემატური ფორუმები, რომლებიც შეიძლება განვიხილოთ, როგორც დისკუსიები სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეებზე, ჩვენი დროის ცვლილებებზე, მოწინააღმდეგეებსა და ტექნოლოგიებზე ფოკუსირებით. ჩვენი მიზანია, თვალყური ვადევნოთ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გავლენას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და მის პრევენციაზე. ასევე, ყურადღება გავამახვილოთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერებასა და გლობალური ანტიტერორისტული თანამშრომლობის განვითარებაზე. სწორედ ეს საკითხები წარმოადგენს აღნიშნული ფორუმის ძირითად მიმართულებებსა და მთავარ ინოვაციებს“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიციის ძალების (PAP) მიერ გამართულ მე-6 საერთაშორისო ანტიტერორისტულ ფორუმში „დიდი კედელი-2026“. მან ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, რა დროსაც ყურადღება გაამახვილა თანამედროვე სწრაფად ცვალებად სამყაროში ტერორიზმის გამოვლინების ფორმებზე; ტექნოლოგიური პროგრესის ახალ შესაძლებლობებსა და მათთან დაკავშირებული რისკების ტენდენციებზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი ვოლსკი: ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა...

გარე ჩარევის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, არაერთი განცხადება, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია. მათი განცხადებები მშრალია და მაგიდაზე მუშტის ბრახუნს ჰგავს - გვიბრძანებენ, რომ არ გავაკეთოთ...

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს...