სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგებს ასაჯაროებს.

ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათის ყველა – 694 ნიმუშის კვლევის შედეგი ცნობილია.

ყველა მათგანი შეესაბამება სურსათის უვნებლობის დადგენილ ნორმებს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპლექსური მოკვლევა მყისიერად დაიწყო.

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს ბაგა-ბაღების კვების ბლოკები, ხორცის და რძის პროდუქტების წარმოებები. მონიტორინგის ფარგლებში, ლაბორატორიულად შემოწმდა საბავშვო ბაღებიდან აღებული სხვადასხვა სახეობის სურსათი, მათ შორის:

ხილ-ბოსტნეული;
რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი);
ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლისა და ქათმის ხორცი);
მარცვლეული, მზა კერძები და სასმელი წყალი.
კვლევა განხორციელდა ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა:

მძიმე მეტალები;
ნიტრატები;
მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა – დადებითი სტაფილოკოკი).

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მარნიქს ვან რეი: საქართველოს ეკონომიკა წარმატებით ვითარდება, რასაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები...

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს ალტერნატიული დირექტორის, მარნიქს ვან რეის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა წარმატებით ვითარდება, რასაც ეკონომიკური ზრდის შთამბეჭდავი მაჩვენებლები, საერთაშორისო რეზერვების დაგროვება,...