127-ვე ფილიალი და ოცივე მობილური იუსტიციის სახლი აქტიურად იღებს განაცხადებს, – განაცხადა იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ამოქმედების შესახებ საუბრისას.
„12:00 საათის მონაცემებით 2000-ზე მეტ მოქალაქეს ჰქონდა განაცხადი ჩაბარებული, რაც ხაზს უსვამს მოქალაქეების მობილიზებას. ბუნებრივია, იუსტიციის სახლიც მაქსიმალურად მობილიზებული შეხვდა ამ პროცესს“, – აღნიშნა მან.
დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.









