ქარელისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში საჯარო სკოლების აღდგენას იწყებს. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან.

პროექტის ფარგლებში მოხისის და საყულიის სკოლებში თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად განახლდება საკლასო და ადმინისტრაციული ოთახები. მოეწყობა გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემები.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ორივე სკოლაში მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის უსაფრთხო და კეთილმოწყობილი გარემო შეიქმნება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: ქალთა უფლებების დაცვა სახელმწიფო პრიორიტეტია და ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი...

„ქალთა უფლებების დაცვა არ არის მხოლოდ ქალების საკითხი - ეს ეხება მთელ საზოგადოებას, ზოგადად ქვეყნის განვითარებასა და მის სოციალურ პოლიტიკას“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური...