თბილისში საჯარო სერვისების გაეროს ფორუმი იწყება

თბილისში საჯარო სერვისების გაეროს ფორუმი დღეს იწყება. ფორუმის სტუმრები უკვე თბილისში იმყოფებიან. დელეგატებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა უმასპინძლა.

საჯარო სერვისების გაეროს ფორუმის თბილისში ჩატარება იმ წარმატებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა, რომელთაც საქართველო წლებია ახორციელებს ხელმისაწვდომი და ეფექტიანი საჯარო სერვისების განვითარებისათვის.

ფორუმი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მონაწილეები ისეთ საკითხებზე იმსჯელებენ, როგორიცაა: ციფრული ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენება, მონაცემთა დაცვა, ინკლუზიური მმართველობა, კორუფციასთან ბრძოლა, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

„ფორუმი გაიხსნება იუსტიციის მინისტრის და გაეროს გენერალური მდივნის სიტყვებით და მთავარი მომხსენებელი იქნება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. სადღიანი ღონისძიება გაგრძელდება ინტენსიურ რეჟიმში, როგორც პლენარული სესიების სახით, ასევე სამუშაო ჯგუფებში. მონაწილეობას აქტიურად მიიღებენ როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირები, პოლიტიკოსები, მაღალი თანამდებობის პირები, ასევე დარგის ექსპერტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ჩვენ გვექნება სრული შესაძლებლობა, საუკეთესო პრაქტიკა ერთმანეთს გავუზიაროთ. 100-ზე მეტი სახელმწიფო არის დღეს თბილისში ჩამოსული ყველა კონტინენტიდან, მთელი მსოფლიოდან”, – აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – მჯერა, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ...

მჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი...