ნიკა მელია – “ეს გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლებას ძალაუფლებას მშვიდობიანად არ გამოვტაცებთ “

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, მიმდინარე პროცესი ისტორიულია და მასში მონაწილეობა პატივია.

როგორც ნიკა მელიამ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მედიასთან განაცხადა, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე ქართველი ხალხი „რუსულ ხელისუფლებას“ ძალაუფლებას არ გამოსტაცებს.

„ეს პროცესი საზოგადების გამარჯვებით დასრულდება. მომდევნო დღეების განმავლობაში, ეს გამზირი სავსე იქნება. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ რუსულ ხელისუფლებას ძალაუფლებას მშვიდობიანად არ გამოვტაცებთ. ეს ისტორიული პროცესია და მასში მონაწილეობა პატივია. ვერცერთი პოლიციელი, სპეცრაზმელი თუ პროკურორი ქართველი ხალხის ნებას ვერ დააკონსერვებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ცოტნე ანანიძე: როდესაც ასოცირების ვალდებულებებს მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებ, ხოლო საპასუხოდ უსამართლო...

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე პრემიერის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომ ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის მაჩვენებელი 90%-ზე მეტია, რაც...