მარტვილში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

არტვილის მუნიციპალიტეტში სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ლეცავეს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მოადგილესთან, გივი ელიავასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან ერთად დაათვალიერა.

ლეცავეს  საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში ლეცავეს საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  მოეწყობა გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, სპორტ დარბაზი, მინი სტადიონი,  ღობე. შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „საბა კონსტრაქშენ”-ი  ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, მარტვილის მუნიციპალიტეტში სამი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ეუთო-ს შორის...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, იგნასიო კასისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის...