პრემიერი: იუნესკოს გენერალურ დირექტორთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს და იუნესკოს მრავალწლიანი თანამშრომლობა, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას, საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იუნესკოს გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს და იუნესკოს მრავალწლიანი თანამშრომლობა.

„მოხარული ვარ იუნესკოს გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან შეხვედრით.

შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს და იუნესკოს მრავალწლიანი თანამშრომლობა. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას, საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაქარია წიკლაური: თუ დღეს საბიუჯეტო თანხის ათვისების პრობლემა გვაქვს, საზოგადოებას საერთოდ...

თბილისის ბიუჯეტის შესრულებისა და თანხების ხარჯვის მიზნობრიობაზე ისაუბრა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, საკრებულოში ქვემო სამგორის მაჟორიტარმა ზაქარია წიკლაურმა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად...