ჯვარსა და წალენჯიხაში საზაფხულო საბავშვო ბაღები ამოქმედდა

პირველი ივლისიდან ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში საზაფხულო ბაღებში სწავლა განახლდა. ინფორმაციას წალენჯიხის მერი ავრცელებს.

აღნიშნულ ბაღებში 100-მდე აღსაზრდელია დარეგისტრირებული

,,ქალაქ წალენჯიხის N 1 საბავშვო ბაღს მერის მოადგილე თამარ ბელქანია ესტუმრა, პატარებს ეს დღე მიულოცა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში საზაფხულო ბაღში აღსაზრდელებს ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი, რომ მთელი დღის მანძილზე გაერთონ, ისიამოვნონ და სამჯერადი, მაღალკალორიული კვება მიიღონ” – წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მმართველი პარტიის საპატიო...

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდი „ქართუ“ განაგრძობს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური...