სენაკში სპორტული მოედნების მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს

თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის გოლასკურის უბანში სპორტული მოედნის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი, ღირებულებით – 106 074 ლარი, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წლის 30 აპრილს, სპორტული მოედნის მშენებლობის პროექტი მიმდინარე წლის 7 ივლისს დასრულდება.

პროექტის მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია,საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, გიგა წურწუმიასთან და პირველ მოადგილე, ბადრი ქუთელიასთან ერთად გაეცნო.

სპორტული მოედნის მშენებლობის სამუშაოები ასევე დასრულების ეტაპზეა ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის საოდიშარიოს უბანსა და ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ისულაში.

ქალაქს კიდევ ორი სპორტული მოედანი შეემატა – დედის და ღვინჯილიას ქუჩებზე დასრულდა სპორტული მოედნებისა და ტრენაჟორების მოწყობის სამუშაოები.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...