ირაკლი კობახიძე: კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის ქვეყნის წინააღმდეგ, ორ წელს გაგრძელდა თითქმის ეს ბრძოლა, ჩვენ მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება, მანამდე სრულიად უსაფუძვლოდ გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე 2022 წლის ივნისში, რასაც მოჰყვა რევოლუციური პროცესები

კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის ქვეყნის წინააღმდეგ, თუმცა წელიწად-ნახევრიანი ბრძოლის შემდეგ, ორ წელს გაგრძელდა თითქმის ეს ბრძოლა, ჩვენ მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება. როცა დაკარგა ფასი კანდიდატის სტატუსმა, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტმა, მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, თუმცა ორწლიანი ბრძოლა გამოვიარეთ ამისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აქციები არ დაწყებულა 2024 წლის 28 ნოემბერს, აქციები დაიწყო 26 ოქტომბერს არჩევნების დღეს, როდესაც რადიკალურმა ოპოზიციამ გაიგო არჩევნების შედეგები და შეიტყო არჩევნების წაგების თაობაზე.

„აქედან მოყოლებული ხან კეტავდნენ გმირთა მოედანს, ხან კეტავდნენ ვაკეს, ხან მელიქიშვილის გამზირს და ეს იყო უწყვეტი პროტესტი, რომელიც გრძელდებოდა 28 ნოემბრამდე და 28 ნოემბერს უბრალოდ გაგრძელდა ეს ყველაფერი. ასევე ჩვენს განცხადებას 2024 წლის ივნისში წინ უძღოდა ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერების თაობაზე და შემდეგ, სრულიად სამარცხვინოდ გამოდიოდა ევროკავშირის ელჩი და ამბობდა, რომ მათ მიერ შეჩერებული დიალოგი თითქოს ჩვენ შევაჩერეთ. ამაზე დიდი აბსურდი რა უნდა წარმოიდგინოს ადამიანმა. ასევე შეგახსენოთ 2020 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენები, სადაც მოხდა იგივე, რაც 2024 წლის შემდეგ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ისევ იყო, ასე ვთქვათ, ირიბი არაღიარება, ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში არშესვლა, ამას მოჰყვა მოლაპარაკებები, ამას მოჰყვა ისეთი ხელშეკრულების, შეთანხმების გაფორმება, პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება, ე.წ. მიშელის შეთანხმების გაფორმება, რომელიც რეალურად ითვალისწინებდა ქვეყნის გასვლას კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, დადგინდა სრულიად გაუგებარი 43%-იანი ბარიერი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ეს პროცესებიც იყო მთლიანად გარედან წახალისებული. ეს იყო კონტექსტი და ამ ფონზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც გახმოვანდა 2024 წლის 28 ნოემბერს. იცით, რომ კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის ქვეყნის წინააღმდეგ, თუმცა წელიწად-ნახევრიანი ბრძოლის შემდეგ, ორ წელს გაგრძელდა თითქმის ეს ბრძოლა, ჩვენ მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება. როცა დაკარგა ფასი კანდიდატის სტატუსმა, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტმა, მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, თუმცა ორწლიანი ბრძოლა გამოვიარეთ ამისათვის. მანამდე სრულიად უსაფუძვლოდ გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე 2022 წლის ივნისში, რასაც მოჰყვა ეს რევოლუციური პროცესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული, რეალურად, 18%-ია მაჩვენებელი,...

რაც შეეხება იმას, თუ რამდენი პროცენტია ოკუპირებული: ნუ, ჩვენ ვიცით, ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული. რეალურად, თუ უფრო ზუსტად გაინტერესებთ, 18%-ია მაჩვენებელი —...