COP17-ის ფარგლებში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ირანის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს დიპლომატიურ ძალისხმევას რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით.
„COP17-ის ფარგლებში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ირანის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება. კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს დიპლომატიურ ძალისხმევას რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით“, – აღნიშნავს პრემიერი.









