მამუკა მდინარაძე სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარს გამოთქვამს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარს გამოთქვამს.

„მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ჩვენს ქვეყანას იმ სულისშემძვრელი ტრაგედიის გამო, რაც 5 ანგელოზი ბავშვის გარდაცვალების გამო თავს დაატყდა. დიდი გულისტკივილით მინდა სამძიმარი ვუთხრა ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და განსაკუთრებით ამ ბავშვების ახლობლებსა და ოჯახის წევრებს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

5 იანვარს, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხუთი ბავშვი გარდაიცვალა.

მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

მომხდარი ტრაგედიის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღე 6 იანვარს იყო გამოცხადებული.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა, ვნახეთ,...

მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა - ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი...