ჯვარი-ხაიშის მიმართულებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

აავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

„ამასთან, თოვლის და ლიპყინულის გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ70-კმ140 (ხაიში-მესტია) მონაკვეთზე თავისუფალია, ხოლო კმ140-კმ185 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე, დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია“ – წერს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ეუთო-ს შორის...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, იგნასიო კასისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის...