iPhone 7 Plus VS iPhone X – როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის იდეალური iPhone?

ახალი ტელეფონის ყიდვას აპირებ და შენთვის იდეალურ ვარიანტს ეძებ? სტატიაში მოგიყვებით Apple-ის 2 გამორჩეულ მოდელზე: iPhone 7 Plus და iPhone X.

ორივე სმარტფონის აქვს ძლიერი და სუსტი მხარე, სპეციფიკური მახასიათებლები და უპირატესოსები, რომლის ცოდნა აუცილებლად გამოგადგება გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

iPhone 7 Plus

iPhone 7 Plus ბრენდმა მომხმარებლებს 2016 წელს წარუდგინა. მოდელში მის წინამორბედთან ( iPhone 6s Plus) შედარებით არა ერთი ფუნდამენტური განახლებება მოხდა. Პირველი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება ორმაგი კამერის სისტემას უკავშირდება, რომელიც სივრცის სამგანზომილებიანი სიღრმის აღქმისა და შთამბეჭდავი მასშტაბირების საშუალებას იძლევა. ამას გარდა, iPhone 7 Plus აღჭურვილია  წყალგამძლე დიზაინით, რომელიც მას მანამდე არსებულ მოდელებთან შედარებით მეტ გამძლეობას ანიჭებს და გაძლიერებული ელემენტით, რომლის სასიცოცხლო ციკლი 2 საათით მეტია, ვიდრე iPhone 6s Plus-ის.

iPhone 7 PLUS ფერები:

  • შავი
  • ჯეტ შავი
  • ვარდისფერი
  • ოქროსფერი
  • ვერცხლისფერი

iPhone X

iPhone X 2017 წლის 3 ნოემბერს გამოუშვა Apple-მა, iPhone 7 Plus -ის წარდგენიდან 1 წლის შემდეგ. ის ბრენდის ყველა არსებულ მოდელთან შედარებით გამორჩეული და ინოვაციური იყო, რადგან Home ღილაკი არ ჰქონდა. ამ და ბევრი სხვა მიზეზის გამო, გამოსვლიდან უმცირეს დროში iPhone X პოპულარობის ზენიტში მოექცა. iPhone X-ს აქვს 5.8 დიუმიანი დისპლეი – 2436 x 1125 პიქსელის გარჩევადობით. ასევე, პრემიუმ ხარისხის უჟანგავი ფოლადის ჩარჩო, 6GB ოპერატიული მეხსიერება და გაძლიერებული უსაფრთხოების სისტემა.

აქვე გაგაცნობთ რამდენიმე გამორჩეულ პარამეტრს:

  • iPhone X -ში ჩაშენებულია Apple-ის A სერიის ჩიპები.
  • 12 მეგაპიქსელიანი ფართო კუთხის კამერა
  • ულტრა განიერი ობიექტივი
  • ელემენტის 13 საათიანი სასიცოცხლო ციკლი

iPhone X წარმოდგენილია შემდეგ ფერებში:

  • ვერცხლისფერი
  • კოსმოსური ნაცრისფერი

შეჯამებისთვის გეტყვით, რომ გადაწყვეტილება iPhone 7 Plus -სა და iPhone X -ს შორის დამოკიდებულია თქვენს პრიორიტეტებზე. Apple-ის პროდუქტების ყიდვა კი შეგიძლიათ ვებ-გვერდზე www.onoff.ge. ახალი და მეორადი ტექნიკის გარდა, საიტზე იპოვით მოწყობილობების აქსესუარებსაც.

(R)

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი: ევროკავშირის გაფართოების კი არა, ამ ერთობის შენარჩუნების საკითხი დგას...

პარტია “ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს მიმართ ევრობიუროკრატების მიერ გაჟღერებულ განცხადებებსა და მოახლოებულ გაფართოების ანგარიშში საქართველოს შესახებ მოსალოდნელ ჩანაწერს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის...