გლდანის რაიონში სამი ლოკაცია დასუფთავდა, სადაც უკანონოდ იყო განთავსებული სამშენებლო ნარჩენი

დასუფთავების მორიგი აქცია გლდანის რაიონში ჩატარდა. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა, სპეცტექნიკის საშუალებით, უკანონოდ განთავსებული სამშენებლო ნარჩენები მუხიანში – ნოზაძის ქუჩიდან, გლდანის I მიკრორაიონის N8 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან და ზაჰესში – შოთაძის ქუჩიდან გაიტანეს.

ნოზაძის ქუჩაზე ნარჩენების შემკრები ექვსი ახალი კონტეინერიც განთავსდა და მონიტორინგის მიზნით დამონტაჟდა ფოტოხაფანგი. დასუფთავების შემდეგ, სამივე ტერიტორია მოირეცხება.

მუხიანში მიმდინარე სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე გაეცნენ.

საყოფაცხოვრებო ნარჩენისთვის განკუთვნილ კონტეინერებში ან მიმდებარედ სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსება დაუშვებელია. გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს ხელმისაწვდომ ფასად შეუძლია ასეთი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 და ვებგვერდზე – www.tbsg.ge.

 

 

ავტორი:

ბოლო სიახლეები

როინ შავაძის მეუღლე სააკაშვილის აღიარებაზე: კიდევ ერთხელ დაამტკიცა მიშამ, რომ მისი...

როინ შავაძის მეუღე, ციცინო შავაძე მიხეილ სააკაშვილის აღიარებას ეხმაურება. როგორც „ქრონიკასთან“ ციცინო შავაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ როინ შავაძე სწორედ მისი დაკვეთით...