გია აბაშიძე ელისო ბოლქვაძისთვის მშვიდობის ელჩის სტატუსის მოხსნის მოთხოვნაზე: “წითელარმიელი ინწელიგენციის” “ტროიკები” არ ცხრებიან და ახალ-ახალ პეტიციებს წერენ მათთვის მიუღებელ ღვაწლმოსილ ქართველებზე

“წითელარმიელი ინწელიგენციის” “ტროიკები” არ ცხრებიან და ახალ-ახალ პეტიციებს წერენ მათთვის მიუღებელ ღვაწლმოსილ ქართველებზე. დავით კაჭარავას შემდეგ ამჯერად სამიზნეში ამოიღეს პიანისტი ელისო ბოლქვაძე, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე 126 ქართველი გამომცემლის და მწერლის მიერ იუნესკოს გენერალური დირექტორისთვის ელისო ბოლქვაძისთვის მშვიდობის ელჩის სტატუსის მოხსნის თაობაზე გაგზავნილ მოთხოვნას.

მისი თქმით, მსგავსი თავდასხმები საზოგადოებისთვის პატივსაცემი პიროვნებების მიმართ კანონზომიერია, ვინაიდან მოთხოვნაზე ხელმომწერი ფსევდოლიბერალები საკუთარ პოფესიაში “ლუზერები” არიან. აბაშიძე აღნიშნავს იმასაც, რომ მსგავსი ქმედებები წარუმატებლობისთვის აროს განწირული.

“წითელარმიელი ინწელიგენციის” “ტროიკები” არ ცხრებიან და ახალ-ახალ პეტიციებს წერენ მათთვის მიუღებელ ღვაწლმოსილ ქართველებზე. დავით კაჭარავას შემდეგ ამჯერად სამიზნეში ამოიღეს პიანისტი ელისო ბოლქვაძე.

ეს კანონზომიერიცაა, როცა თავიანთ სფეროებში უკიდურესი ‘ლუზერები’ არიან და ნაცმედიაც კი ვერ ‘აპიარებს’ სათანადოდ, თავს ესხმიან საზოგადოებისთვის პატივსაცემ ადამიანებს.
კანონზომიერება ისიცაა, რომ ფსევდოლიბერალი ფაშისტი არარაოებების კონვულსიური ფაფხური მათთვის ყოველთვის ფიასკოთი მთავრდება ნებისმიერ ნაცსცენარში.” – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ცოტნე ანანიძე: როდესაც ასოცირების ვალდებულებებს მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებ, ხოლო საპასუხოდ უსამართლო...

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე პრემიერის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომ ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის მაჩვენებელი 90%-ზე მეტია, რაც...