ზელენსკი: მჯერა, რომ ორბანი არჩევნებს წააგებს და უნგრეთთან ურთიერთობები ნორმალიზდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია არჩევნებს წააგებს, რის შემდეგაც უნგრეთთან ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელი გახდება.

ზელენსკიმ ამის შესახებ იტალიურ მედიასაშუალებასთან – „Corriere della Sera“ ინტერვიუში განაცხადა.

„უნგრეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მაგრამ მას სამხედრო წონა არ აქვს. მე მასთან [ორბანთან] არ ვსაუბრობ, რადგან მას არ სურს, მაგრამ მაქვს კონტაქტები რობერტ ფიცოსთან. მჯერა, რომ ორბანი არჩევნებს წააგებს და შემდეგ ჩვენ შევძლებთ უნგრეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენას, ასევე იმიტომ, რომ უნგრელი ხალხი პრორუსულად არ არის განწყობილი.“ – აღნიშნა მან.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთიდან ენერგორესურსების შეძენა მიუღებელია.

https://www.pravda.com.ua/eng/news/2026/03/03/8023636/index.amp

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ცოტნე ანანიძე: როდესაც ასოცირების ვალდებულებებს მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებ, ხოლო საპასუხოდ უსამართლო...

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე პრემიერის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომ ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის მაჩვენებელი 90%-ზე მეტია, რაც...