ზელენსკი: მჯერა, რომ ორბანი არჩევნებს წააგებს და უნგრეთთან ურთიერთობები ნორმალიზდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია არჩევნებს წააგებს, რის შემდეგაც უნგრეთთან ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელი გახდება.

ზელენსკიმ ამის შესახებ იტალიურ მედიასაშუალებასთან – „Corriere della Sera“ ინტერვიუში განაცხადა.

„უნგრეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მაგრამ მას სამხედრო წონა არ აქვს. მე მასთან [ორბანთან] არ ვსაუბრობ, რადგან მას არ სურს, მაგრამ მაქვს კონტაქტები რობერტ ფიცოსთან. მჯერა, რომ ორბანი არჩევნებს წააგებს და შემდეგ ჩვენ შევძლებთ უნგრეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენას, ასევე იმიტომ, რომ უნგრელი ხალხი პრორუსულად არ არის განწყობილი.“ – აღნიშნა მან.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთიდან ენერგორესურსების შეძენა მიუღებელია.

https://www.pravda.com.ua/eng/news/2026/03/03/8023636/index.amp

მსგავსი სიახლეები

აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები დაიწყო

აშშ-ში შუალედური არჩევნები დაიწყო. ინფორმაციას DW ავრცელებს. საარჩევნო უბნები ქვეყნის სხვადასხვა შტატში გაიხსნა, ამომრჩევლები კი წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობას, სენატის ნაწილსა და შტატების გუბერნატორებს ირჩევენ. პირველი...

DW: კიევთან ახლოს მიაკვლიეს სახლს, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები უკანონოდ ჰყავდათ დატყვევებული...

კიევთან ახლოს მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში 100-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, რათა გაეპროტესტებინა ერთ-ერთ სახლში უკანონოდ დატყვევებული უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეების წამება. ინფორმაციას DW ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...

მერცი: ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და ჩემი მთავრობა ამ...

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა შაბათ-კვირას გერმანიის რამდენიმე ქალაქში მომხდარი არეულობებისა და ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარება მოითხოვა. „ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და...

ტიერი მარიანი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზე: რუმინეთის მსგავსად, ევროკომისიის ეს მორიგი ჩარევა...

ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ სოციალურ ქსელში პოლონეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ევროკომისიის პოზიცია მკაცრად გააკრიტიკა. „დაგვიანებით, თუმცა მოსალოდნელად, რომ ევროკომისიამ პოლონეთის კონსტიტუციის საკუთარი ინტერპრეტაციით პოლონეთში ტუსკის...