2 თებერვალი, ორშაბათი, 2026
2 თებერვალი, ორშაბათი, 2026

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს წამყვანი პროფესორის თანამდებობა ემატება

ამას “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წარუდგინა.

პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

კანონის პროექტით განისაზღვრება, თუ ვინ შეიძლება აირჩეს წამყვანი პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე – ის შეიძლება გახდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება, აქვს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა) და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს.

პროექტით განისაზღვრება აღნიშნული თანამდებობის მქონე პირის აკადემიურ საბჭოში წევრობის და დეკანის არჩევის პროცესში მონაწილეობის უფლებები.

ავტორი:

ბოლო სიახლეები