პარლამენტი დღეს „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს განიხილავს

პარლამენტი დღეს ორი კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს განიხილავს. ორგანული კანონის პროექტით, იცვლება არჩევნების შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებული საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებები და განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის არჩევნების შედეგების ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამების წესი.

არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26 დღიდან 15 დღემდე მცირდება. ზუსტდება შემაჯამებელი ოქმების შედგენის, შესწორებისა და გასაჩივრების წესი. იცვლება საარჩევნო სუბიექტებისა და კანდიდატების მიერ კანდიდატურების მოხსნის ვადები. ახალარჩეული საკრებულოს, მისი წევრებისა და მერის უფლებამოსილების დაწყების ვადა კი, არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-14 დღის ნაცვლად მე-9 დღე იქნება.

„საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო კანონმდებლობის მეტ მოქნილობას, შესაბამისად, არსებითად არაფერი იცვლება. მოვუწოდებ ყველას, რომ განხილვებში ჩაერთონ“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: დღევანდელი საერთაშორისო ვითარება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, მხოლოდ სატრანზიტო დერეფნის...

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის, ჰან ჭენგის, სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ჩვეულებრივი დიპლომატიური ღონისძიება არ არის - მით უმეტეს, ბრიუსელიდან ქვეყნისთვის მავნებელი, უსარგებლო, სახიფათო და...