ეკა სეფაშვილი: ევროკავშირი დღეს ძალიან ღრმა ღირებულებით კრიზისში იმყოფება და, თუ ამ კრიზისის გადალახვას ვერ მოახერხებს, მის არსებობასაც შეექმნება საფრთხე

„ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში დიდი არეულობის მოწმე გავხდით, რომელიც ხშირ შემთხვევაში ძალადობრივ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ამ ქვეყნებში არ მოსწონთ ბრიუსელის მიერ წარმოებული პოლიტიკა ან ამ პოლიტიკის შედეგად წარმოქმნილი პრობლემები. ანუ ეს ღირებულებითი აცდენა მხოლოდ საქართველოს პრობლემა კი არ არის, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრობლემაცაა,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია “ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, ევროპის ქალაქებში აქციები ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რადგან იმ ქვეყნების მოსახლეობას არ მოსწონს ბრიუსელის მიერ წარმოებული პოლიტიკა.

დეპუტატის განცხადებით, ევროკავშირი იმყოფება ღრმა ღირებულებით კრიზისში და თუ მან ამ კრიზისის გადალახვა ვერ მოახერხა, მის არსებობას საფრთხე შეექმნება.

„საქართველოს ევროინტეგრაციის არჩევანი ეფუძნება ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა, შემწყნარებლობა, სამართლიანობა, ტოლერანტობა და ღირსება.

სწორედ ამ ღირებულებების დაცვას ეფუძნება თავიდან ბოლომდე ასოცირების შეთანხმება და ის ფუძემდებლური პრინციპები, რომლებიც საქართველომ უნდა გაიზიაროს, განამტკიცოს და დანერგოს ევროკავშირში აპრობირებული ინსტიტუციების შესაბამისად.

სამწუხაროდ, დღეს ამ ღირებულებების რღვევას ვხედავთ. ეს გამოიხატება იმაში, რომ ევროკავშირის მხრიდან ხშირად და უხეშად ვაწყდებით კანონის უზენაესობის უპატივცემულობას, ყალბი ინფორმაციის გავრცელებასა და ორმაგ სტანდარტებს. ეს არ არის ევროკავშირის ღირებულებები. სხვათა შორის, ასეთი მიდგომები არც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოსწონთ და მათაც აქვთ პრობლემები ამ საკითხებთან დაკავშირებით.

ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში დიდი არეულობის მოწმე გავხდით, რომელიც ხშირ შემთხვევაში ძალადობრივ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ამ ქვეყნებში არ მოსწონთ ბრიუსელის მიერ წარმოებული პოლიტიკა ან ამ პოლიტიკის შედეგად წარმოქმნილი პრობლემები. ანუ ეს ღირებულებითი აცდენა მხოლოდ საქართველოს პრობლემა კი არ არის, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრობლემაცაა.

ევროკავშირი დღეს ძალიან ღრმა ღირებულებით კრიზისში იმყოფება და, თუ ამ კრიზისის გადალახვას ვერ მოახერხებს, მის არსებობასაც შეექმნება საფრთხე.

ძალიან ბევრი პოლიტიკოსი უკვე ღიად საუბრობს ევროკავშირის მოდიფიცირებაზე. საუბრობენ იმაზე, რომ ეს უნდა იყოს ევროპული ქვეყნების სუვერენული კავშირი. ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად, დიდმა ბრიტანეთმა, საერთოდ დატოვა ეს კავშირი, ისლანდიამ კი უარი განაცხადა წევრობის მოლაპარაკებების გაგრძელებაზე.

ასე რომ, თუ ევროკავშირი პრაქტიკული თვალსაზრისით არ დაიბრუნებს ფუძემდებლურ ღირებულებებს (არ შემოიფარგლება მხოლოდ მათი დეკლარირებითა და ორმაგი სტანდარტების გამოყენებით), მომავალში მას კიდევ უფრო სერიოზული პრობლემები ელის,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ბრიტანული გამოცემა The Independent: მარკო რუბიო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დატოვებისთვის ემზადება,...

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დატოვებისთვის ემზადება, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური“ პარტიის კანდიდატობისთვის იბრძოლოს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა...