საქართველოს პრეზიდენტი ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის, ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის, ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ნუნუ დუღაშვილის შემოქმედება ქართული მუსიკალური კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. მის ნაწარმოებებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ქართულ ხასიათს, ეროვნულ მოტივებსა და იმ ემოციურ სამყაროს, რომელიც მის ხელოვნებას მსმენელისთვის ახლობელსა და გამორჩეულს ხდიდა.

მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა კიდევ დიდხანს დარჩება ქართული მუსიკის ისტორიაში.

საქართველოს პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს ნუნუ დუღაშვილის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელს ქართულ საზოგადოებას.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: როდესაც საუბარია იმაზე, რომ მოსამართლეები გარედან უნდა დაგვინიშნონ საქართველოში,...

როდესაც საუბარია იმაზე, რომ მოსამართლეები გარედან უნდა დაგვინიშნონ, საქართველოში, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ იაზრებს სამართლის უზენაესობის, დემოკრატიის, კონსტიტუციონალიზმის მნიშვნელობას და ამიტომ...