კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი გარდაიცვალა

კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ახლობლები ავრცელებენ.

ნუნუ დუღაშვილმა 1959 წელს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა.

1959-1962წწ. მუშაობდა კინოსტუდია “ქართული ფილმის” დოკუმენტური ფილმების სტუდიაში მუსიკალურ რედაქტორად; 1962 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში; 1965-2002წწ. იყო საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური გაფორმების განყოფილების უფროსი; ძირითადად მუშაობდა სიმღერის ჟანრში; პოპულარობა მოიპოვეს სიმღერებმა: “ქუთაისო”, “იმერეთის ნიავი”, “ღმერთი სიყვარულისა”, “ბათუმი რად ღირს, მარტო”, “ჩემი სიმღერა”, “კახეთო”, “სამშობლო”, “თბილისო, სიყვარულო”; დაწერილი აქვს ასევე საფორტეპიანო კონცერტი, საფორტეპიანო სონატა, მუსიკა დოკუმენტური და სატელევიზიო, აგრეთვე თოჯინური ფილმებისათვის; 2012 წელს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი.

ნუნუ დუღაშვილი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ ყაველაშვილი: დაარსების პირველივე დღიდან საკონსტიტუციო სასამართლო ჩამოყალიბდა ინსტიტუტად, რომელიც ჩვენს...

დაარსების პირველივე დღიდან საკონსტიტუციო სასამართლო ჩამოყალიბდა ინსტიტუტად, რომელიც ჩვენს სახელმწიფოში კონსტიტუციის უზენაესობას, კანონის წინაშე საყოველთაო თანასწორობასა და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვას უზრუნველყოფდა, - განაცხადა...