საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაფართოების შესახებ ევროკომისიის გაფართოების 2026 წლის ანგარიშს აფასებს. ის დოკუმენტს სუბიექტურსა და უსამართლოს უწოდებს.
„ერთი მხრივ ევროკომისიის სტრუქტურები და მეორე მხრივ, საქართველოს მხარეც უნდა მონაწილეობდეს და აქამდე გაკეთებული ანგარიშები სწორად ასეთი იყო. ეს არის ცალმხრივად მომზადებული ანგარიში და შესაბამისად, არის სუბიექტური, უსამართლო და პოლიტიკურ შეფასებებს უფრო ეფუძნება, ვიდრე სინამდვილეში არსებულ მოცემულობას”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
ევროკომისიის მიერ მომზადებულ, 2026 წლის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „შემაშფოთებელია, რომ ფაქტობრივი უზუსტობებით და მცდარი შეფასებებით ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას, რაც თავის მხრივ ამცირებს საქართველოსთან ევროკავშირის კონსტრუქციული ჩართულობისა და დიალოგის სივრცეს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს საგარეო უწყება ასევე, აცხადებს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით მეტწილად ტენდენციური შეფასებების გასაჟღერებლად და პოლიტიკური სპეკულაციების გასამტკიცებლად არის გამოყენებული, ქართული მხარე დეტალურად შეისწავლის ევროკომისიის ანგარიშს და დასაბუთებულ კომენტარებს წარუდგენს ევროკომისიას“.
ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ადამიანები „თვითნებურად დაკავებულებად“ არიან მოხსენიებული.









