22 ნოემბერი, შაბათი, 2025
22 ნოემბერი, შაბათი, 2025

ბაჩო ოდიშარია- ევროპა, რომელმაც ღირებულებები შექმნა, დღეს მხოლოდ ეძებს მათ უკანასკნელ კვალს. ევროპას ჯერ კიდევ შეუძლია გადარჩენა – თუ გაიხსენებს, რომ თავისუფლება ბიუროკრატიული დოკუმენტი კი არა, შინაგანი რწმენაა. რომ ტოლერანტობა არ ნიშნავს საკუთარ კულტურაზე უარის თქმას

„იყო დრო, როცა ევროპა გახლდათ ცივილიზაციის სინათლე – გონიერების, რწმენისა და კულტურის ერთიანი სხივი. ის ქმნიდა კანონს, რომელიც ემყარებოდა კოლექტიურ ნდობას, ეკონომიკას, რომელიც იზრდებოდა შრომით, და საზოგადოებას, რომელიც საკუთარ ტრადიციებს უფრთხილდებოდა. მაგრამ სადღაც 2008 წლის შემდეგ, თითქოს უხილავი ხაზით გაიყო ორი ევროპა – ის, რომელიც არსებობდა როგორც სუვერენული სახელმწიფოების თავისუფალი კავშირი, და ის, რომელიც თანდათან გადაიქცა ბიუროკრატიულ სისტემად, რომელსაც მართავს დიფ სთეიტი“- ამის შესახებ კინოკრიტიკოსი, ბაჩო ოდიშარია, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, 2008 წლამდე ევროპა იყო ერთგვარი შეთანხმება – სუვერენიტეტზე დაფუძნებული ერთობა, სადაც ურთიერთგანმასხვავებელი იყო დოვლათი. ახლა კი კონტინენტი ებრძვის ერთფეროვნების მექანიზმს, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს ბიუროკრატიულად და არა კულტურიდან გამომდინარე.

„ეკონომიკური სურათი მკვეთრად იცვლება. 1995–2007 წლებში ევროკავშირის საშუალო ზრდა იყო 2.5%, მაგრამ 2008-ის შემდეგ – მხოლოდ 0.5%. ეს არ არის მხოლოდ ციფრი, ეს არის სიცოცხლის ტემპის შენელება. ესპანეთი, საბერძნეთი და იტალია – ქვეყნები, რომლებიც ოდესღაც ევროპული აღმავლობის სიმბოლოები იყვნენ, გადაიქცნენ ვალის, კრიზისის, უმუშევრობისა და ახალგაზრდა თაობების ემიგრაციის ეპიცენტრებად.

ევროპა გადავიდა გადარჩენის რეჟიმზე.
მაგრამ ეკონომიკა მხოლოდ ერთი პრობლემაა. მეორეა დემოგრაფია. კონტინენტი, სადაც ოდესღაც ეთნიკური და კულტურული სტაბილურობა სუფევდა, გახდა სწრაფად ცვალებადი სივრცე. გერმანიაში უცხოელთა წილი 8.8%-დან გაიზარდა 14.5%-მდე; საფრანგეთში ეთნიკურად ფრანგების წილი შემცირდა 45%-მდე. ეს ცვლილება მხოლოდ სტატისტიკა არაა – ეს არის ახალი იდენტობის, ახალი კონფლიქტისა და ახალი ევროპული დილემის დასაწყისი:
ვისია ევროპა?

როდესაც სახელმწიფო კარგავს სუვერენიტეტს, პირველ რიგში სუსტდება მისი ინსტიტუტები. კანონის უზენაესობის ინდექსები – საბერძნეთიდან საფრანგეთამდე – ყველა ვარდნისკენ მიდის. კორუფციის სკანდალები, როგორიცაა Qatargate ან Huawei Gate, არღვევს იმ რწმენას, რომ ევროპა არის სამართლის სიმბოლო.

და როცა მედიის თავისუფლებაც იკლებს – საბერძნეთი 30-ე ადგილიდან 88-ზე ჩამოვიდა – ჩნდება კითხვა: ვის ეკუთვნის სიმართლე?
ამ ყველაფერთან ერთად, სუსტდება ის, რაც ყველაზე ძვირფასია – სულიერი საფუძველი. თუ ოდესღაც ევროპელთა 80% საკუთარ თავს ქრისტიანად მიიჩნევდა, დღეს ეს მაჩვენებელი 60%-ს აღარ აჭარბებს. ეკლესიები ცარიელდება, ხოლო ეკრანები ივსება ახალი მორალით – სეკულარული, ტექნოკრატიული და სულიერებისგან/მორალისგან დაცლილი.
ევროპა, რომელმაც ღირებულებები შექმნა, დღეს მხოლოდ ეძებს მათ უკანასკნელ კვალს.
2008 წლამდე ევროპა იყო ერთგვარი შეთანხმება – სუვერენიტეტზე დაფუძნებული ერთობა, სადაც ურთიერთგანმასხვავებელი იყო დოვლათი. ახლა კი კონტინენტი ებრძვის ერთფეროვნების მექანიზმს, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს ბიუროკრატიულად და არა კულტურიდან გამომდინარე. ბრიუსელს აღარ ესმის სოფლის, ქალაქის ან ტაძრის ხმა. ამიტომაც 21-ე საუკუნის ევროპაში ყველაზე მძაფრი დაპირისპირება აღარ არის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის – ის მიმდინარეობს თვით ევროპის სულში: ბრიუსელსა და ბრატისლავას შორის, მერცის პოლიტიკასა და ორბანის პროტესტს შორის, ძველ რწმენასა და ახალ, ღირებულებებისაგან დაცლილ წესრიგის შორის.

ევროპას ჯერ კიდევ შეუძლია გადარჩენა – თუ გაიხსენებს, რომ თავისუფლება ბიუროკრატიული დოკუმენტი კი არა, შინაგანი რწმენაა. რომ ტოლერანტობა არ ნიშნავს საკუთარ კულტურაზე უარის თქმას. და რომ კონტინენტი, რომელმაც ერთხელ შვა გოეთე და დანტე, არ უნდა დაიყვანებოდრს ისეთი ციფრებზე, რომლებიც მხოლოდ ეკონომიკურ ზრდას ზომავს, მაგრამ ვერ ხედავს ადამიანის სულიერ დაცემას.

ევროპა დგას სარკის წინ. ერთ მხარეს – სტატისტიკა, ბიუროკრატია და ტექნოკრატიზმი. მეორე მხარეს – რწმენა, კულტურა და ჰუმანიზმი. ამ ორს შორის გაკეთებულ საბოლოო არჩევანზეა დამოკიდებული, გადარჩება თუ არა ის“-წერს ოდიშარია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

Daily Mail: BBC-მ 1.1 მილიარდი...