რა უნდა მოიმოქმედონ „დიფ სტეიტის“ მესვეურვებმა, რომ რამენაირად ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის სიყვარულზე ააღებინონ ხელი, წესით და რიგით ამის შესახებ თუ ადრე არ იცოდნენ ამდენი ხნის განმავლობაში ეს უკვე უნდა გაეგოთ და შეეგნოთ კიდეც. ვერავითარი ფინასური თუ პოლიტიკური სანქციები მას ვერ შეაჩერებს (და ვერც აჩერებს) საქველმოქმედო საქმიანობისაგან და მამაულიშვილური პროექტების განხორციელბისგან, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, რომელიც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ წერილს ეხმიამება.
ნიკოლეიშვილის განცხადებით, ყველასთვის ცნობილია ის ფაქტი, ბიძინა ივანიშვილი სამართლებრივ დავას ყოველთვის იგებს, თუმცა, მას ზარალს არ უნაზღაურებენ.
“რა უნდა მოიმოქმედონ „დიფ სტეიტის“ მესვეურვებმა, რომ რამენაირად ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის სიყვარულზე ააღებინონ ხელი, წესით და რიგით ამის შესახებ თუ ადრე არ იცოდნენ ამდენი ხნის განმავლობაში ეს უკვე უნდა გაეგოთ და შეეგნოთ კიდეც. ვერავითარი ფინასური თუ პოლიტიკური სანქციები მას ვერ შეაჩერებს (და ვერც აჩერებს) საქველმოქმედო საქმიანობისაგან და მამაულიშვილური პროექტების განხორციელბისგან, ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის რამეში გაცვლა ხომ საერთოდ წარმოუდგენელია.
რა საინტერსოა არა, ლონდონში ჩანიშნული დავის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ოფიციალური გზებიდან კი არ გებულობს არამედ ე.წ. ოპოზიციური ტელევიზიებიდან, ე.ი. ვიღაცამ იზრუნა, მაგრამ იჩქარა კიდეც, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი იაფფასიანი სკანდალის აგორების მიზნით.
ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი სამართლებრივ დავას ყოველთვის იგებს, მაგრამ ზარალის ანაზრაურება და ფინანსების დაბრუნება არ ხდება, უკვე მგონი მთელმა მსოფლიომ იცის, თუმცა, „დიფ სთეითის“ წარმომადგენლებს არ რცხვენიათ. მათთვის მთავარია რამენაირად ზეწოლა მოახდინონ ბატონ ივანიშვილზე, ამისთვის არც არაფერს არ ერიდებიან და უკადრის უკადრისზე კადრულობენ, ერთი კი არის, რომ მას ვერანაირად ვერაფერს ვერ აკლებენ.” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.









