საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააცილა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა.

ხან ჭენგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გააცილა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად საქართველოს 6 ნოემბერს ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა გაფართოებული ფორმატის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: მოხარული ვარ, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვუმასპინძლე ჩინეთის სახალხო...

მოხარული ვარ, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვუმასპინძლე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგის ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე პლატფორმა X-ზე...