საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, ტომიო ოკამურას ოფიციალური მოწვევით, პრაღაში გაემგზავრა

შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, – ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრაღაში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან:

სოზარ სუბარი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; ზვიად შალამბერიძე – საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩეხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; ალუდა ღუდუშაური – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ირმა ზავრადაშვილი – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თბილისის მერმა უსახლკაროს სტატუსის მქონე ნინო ხოჯავას ოჯახს ბინა გადასცა

"გჯეროდეთ, ოცნებები ხდება, მე ეს ოცნება ათი წლის შემდეგ ამიხდა. მადლობა თქვენ ამისთვის,"- ამ სიტყვებით შეეგება უსახლკაროს სტატუსის მქონე ნინო ხოჯავა თბილისის მერს კახა...