Daily Mail: BBC-მ 1.1 მილიარდი ფუნტი დაკარგა, რადგან მილიონობით ოჯახი უარს ამბობს ლიცენზიის საფასურის გადახდაზე „მიკერძოების“ ქარიშხლის ფონზე
BBC-მ გასულ წელს 1 მილიარდ ფუნტზე მეტი დაკარგა, რადგან რეკორდულმა მაჩვენებელმა – რვა ოჯახიდან ერთმა, უარი თქვა ლიცენზიის საფასურის გადახდაზე.
Daily Mail-ის ინფორმაციით, დაახლოებით 3.6 მილიონმა ოჯახმა განაცხადა, რომ მათ არ აქვთ ლიცენზია, რადგან არ სურთ BBC-ის სერვისებით სარგებლობა.
თემთა პალატის საჯარო ანგარიშების კომიტეტის (PAC) თანახმად, ეს მაჩვენებელი 300 000-ით მეტია წინა წელზე, რამაც 617 მილიონი ფუნტის ზარალი გამოიწვია.
ბოლო თვეებში BBC სკანდალების სერიაში გაეხვა, რის კულმინაციასაც ხელმძღვანელის, სერ ტიმ დეივის, გადადგომა წარმოადგენდა.
ამ თვის დასაწყისში გაირკვა, რომ Panorama-მ დონალდ ტრამპის გამოსვლის კადრები დაამონტაჟა, რათა ეჩვენებინა, თითქოს მან მხარდამჭერებს კაპიტოლიუმის არეულობებში „ბრძოლისკენ“ მოუწოდა.
PAC-ის ახალმა ანგარიშმა ასევე გამოავლინა, რომ BBC-ის 2.9 მილიონმა მაყურებელმა თავი აარიდა 174.50 ფუნტის ოდენობის წლიური გადასახადის გადახდას, რამაც მაუწყებელს 550 მილიონი ფუნტის შემოსავალი დააკარგინა.
https://www.dailymail.co.uk/news/article-15312455/amp/BBC-loses-billion-homes-refuse-pay-licence-fee-bias.html









