10 აგვისტო, კვირა, 2025
10 აგვისტო, კვირა, 2025

დავით ქართველიშვილი-ოპოზიციური პარტიული მედიები სრულიად გაფარჩაკებულები არიან საინფორმაციო ომში განადგურებული მარცხის წინაშე და სხვა აღარაფერი დარჩენიათ – ბინძურ პროპაგანდისტულ ხერხებს მიმართონ, როდესაც არანაირი საგნობრივი დისკუსია და სამართლებრივი არგუმენტი ხელისუფლების წარმომადგენელ რესპოდენტებთან აღარ გააჩნიათ

“ის, რასაც კადრულობენ ოპოზიციური პარტიული მედიები ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან შეკითხვების დასმის დროს – პასუხების ინტერპრეტირების, შინაარსის დამახინჯების და კონტექსტიდან ამოვარდნის მიზნით კარგად აპრობირებული მეთოდებია. ასე მოხდა მამუკა მდინარაესთან ე.წ. “ჟურნალისტური” შეკითხვების დროს, რომლებიც მის დამოკიდებულებას ეხებოდნენ თორნიკე რიჟვაძის მიმართ და პრემიერ-მინისტრის მისამართით, რომლის ელემენტარული ახსნა ერთ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით – გაუკუღმართებული ლოგიკით შეადარეს სრულ სიგიჟეს”. -წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ოპოზიციურ მედიას სხვა აღარაფერი დარჩენიათ – ბინძურ პროპაგანდისტულ ხერხებს მიმართონ, როდესაც არანაირი საგნობრივი დისკუსია და სამართლებრივი არგუმენტი ხელისუფლების წარმომადგენელ რესპოდენტებთან აღარ გააჩნიათ.

“ის, რასაც კადრულობენ ბოლო პერიოდში ოპოზიციური პარტიული მედიები ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან შეკითხვების დასმის დროს – პასუხების ინტერპრეტირების, შინაარსის დამახინჯების და კონტექსტიდან ამოვარდნის მიზნით, დეზინფორმაციულ მედია-სივრცეში ძველი და კარგად აპრობირებული მეთოდებია. პროფესიულ წრეებში ეს მეთოდები ხშირად მოიხსენიება, როგორც “მიმანიშნებელი” ან “პროვოკაციული” კითხვები, თუმცა დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული ხრიკის ტიპზე და არსებობს უფრო ზუსტი ტერმინებიც:

“მახვილგონივრული შეკითხვა” (კითხვა, დაგებული მახით) — როდესაც ფორმულირება თავიდანვე შეიცავს ფარულ ხაფანგს, რათა რესპონდენტმა უნებლიედ გასცეს მაკომპრომატირებელი პასუხი.

ე.წ. Loaded question (დატვირთული შეკითხვა) — ცნობილი ტერმინი მედიასა და იურიდიულ პრაქტიკაში, როდესაც ფორმულირებაში უკვე ჩადებულია საკამათო მტკიცება და ნებისმიერ შემთხვევაში პასუხის ინტერპრეტაცია შესაძლებელია რესპონდენტის საწინააღმდეგოდ.

შეკითხვების სასურველ “ჩარჩოში” ჩასმა — ჟურნალისტი სვამს შეკითხვას ისე, რომ მისთვის სასურველი კონტექსტი (ჩარჩო) შექმნას, რაც ხელს უწყობს აზრის დამახინჯებას.

ე.წ. Cut-and-paste journalism (მონტაჟის ხაფანგი) — როდესაც შეკითხვა და პასუხი ისეა შერჩეული, რომ საბოლოო მასალაში მათი მონტაჟით შესაძლებელი გახდეს ნეგატიურ ჭრილში წარმოდგენა.

ე.წ. Question baiting (მახეში გაბმა) — ტერმინი ინგლისურენოვან მედიაშია პოპულარული, რომელიც აღნიშნავს სიტუაციას, როცა კითხვა დაუსვეს მხოლოდ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სკანდალური დასათაურის მისაღებად.

ასე მოხდა მამუკა მდინარაესთან ე.წ. “ჟურნალისტური” შეკითხვების დროს, რომლებიც მის დამოკიდებულებას ეხებოდნენ თორნიკე რიჟვაძის მიმართ, რაზეც მიიღეს მკაფიო და ადვილად გადაგები პასუხი, რომელიც განზრახ დამახინჯებული სახით იქნა გაშვებული ეთერში. იგივე ხრიკს მიმართეს პრემიერ-მინისტრის მისამართით, რომლის ელემენტარული ახსნა ერთ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით – გაუკუღმართებული ლოგიკით შეადარეს სრულ სიგიჟეს: მსგავს პასუხს (რომ წყალი სველია, ხოლო ბალახი მწვანე) ხომ მარია ზახაროვაც გასცემდა, ასე რომ ეს თურმე “რუსული პასუხი” იყო.

სრულიად გაფარჩაკებულები არიან საინფორმაციო ომში განადგურებული მარცხის წინაშე და სხვა აღარაფერი დარჩენიათ – ბინძურ პროპაგანდისტულ ხერხებს მიმართონ, როდესაც არანაირი საგნობრივი დისკუსია და სამართლებრივი არგუმენტი ხელისუფლების წარმომადგენელ რესპოდენტებთან აღარ გააჩნიათ.”- წერს ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჯეი დი ვენსი – მთელი...