დიმიტრი ხუნდაძე: ნომრიანი აგენტები იქნებიან თუ უნომრო, ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები საზოგადოებისგან იქნებიან პოლიტიკურად განდევნილები

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დომიტრი ხუნდაძე „ნაციონალური მოძრაობისა” და “ახლების” საარჩევნო ნომრების დაკარგვას მედიასთან საუბარში გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, პარტიები, რომლებმაც საარჩევნო ნომრები დაკარგეს, საზოგადოებისაგან პოლიტიკურად განდევნილები იქნებიან.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა დანაყოფებმა დაკარგეს საარჩევნო ნომერი. თუმცა მთავარი ის არის, რომ მათ დაკარგეს საზოგადოების ნდობა. ისინი ნომრიანი აგენტები იქნებიან თუ უნომრო, ეს იქნება საარჩევნო თუ არასაარჩევნო ნუმერაცია, რა თქმა უნდა, მათ არავითარი პერსპექტივა არ აქვთ. საზოგადოება მათ კარგად იცნობს ნომრის გარეშეც და ნომრითაც. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები საზოგადოებისგან იქნებიან პოლიტიკურად განდევნილები,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საფრანგეთის შს მინისტრი ლორან ნუნიესი: ევროპის რამდენიმე ქვეყანა საარჩევნო პროცესების დროს...

საფრანგეთი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა სენატის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: „ქვეყნის უსაფრთხოება მხოლოდ მის საზღვრებსა თუ...