10 აგვისტო, კვირა, 2025
10 აგვისტო, კვირა, 2025

ლევან ნიკოლეიშვილი: ნაცობაზე არანაკლები სირცხვილია, მათ პროპაგანდისტულ ტელევიზიებში მუშაობა, ნაც-პროპაგანდისტებმა დღევანდელი დღეც წააგეს, წააგეს არამარტო დღევანდელ ხელისუფლებასთან, არამედ სიმართლესთან და ფაქტებთან

“ნაცობაზე” არანაკლები სირცხვილია, მათ პროპაგანდისტულ ტელევიზიებში მუშაობა, ამის დასტური კი ის გახლავთ, რომ რაც არ უნდა არგუმენტი გითხრან, რაც არ უნდა ფაქტები მოგიყვანონ მაგალითად, დადგები გაშტერებული და თუთიყუშივით იმეორებ იმას, რაზეც შენ არ გაქვს წარმოდგენა, მაგრამ დაგავალეს და ამას ასე აკეთებ, თან იცი ამ ყველაფერის გამო სოლიდური ანაზღაურება გელოდება, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, “ნაცმოძრაობის” პროპაგანდისტები არათუ დაშორებული არიან ნამდვილი მედიის დანიშნულებას, არამედ ჩაფლული არიან სიცრუისა და დეზინფორმაციის ტირაჟირებაში.

“ნაცობაზე არანაკლები სირცხვილია, მათ პროპაგანდისტულ ტელევიზიებში მუშაობა, ამის დასტური კი ის გახლავთ, რომ რაც არ უნდა არგუმენტი გითხრან, რაც არ უნდა ფაქტები მოგიყვანონ მაგალითად, დადგები გაშტერებული და თუთიყუშივით იმეორებ იმას, რაზეც შენ არ გაქვს წარმოდგენა, მაგრამ დაგავალეს და ამას ასე აკეთებ, თან იცი ამ ყველაფერის გამო სოლიდური ანაზღაურება გელოდება. მათი უბედურების არსი იმაში მდგომარეობს, რომ არათუ დაშორებული არიან ნამდვილი მედიის დანიშნულებას, რომლის მიზანი საზოგადოებისათვის მოვლენების გაშუქება-აღწერა და ობიექტური ინფორმაციის მიწოდებაა, არამედ თავიდან ბოლომდე ჩაფლული არიან სიცრუისა და დეზინფორმაციის ტირაჟირებაში. მთელ დღის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლებს უსვამდნენ ერთსა და იმავე შეკითხვებს, არგუმენტირებული პასუხების მიღებისას, კი ტუჩებ აბზუებული ისევ კითხულობდნენ არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი? რუსეთი ნამდვილად ოკუპანტია, მაგრამ მას ამაში ხელშემწყობი და დამხარეც ჰყავდა, რომელმაც ხელგაშლილმა შემოუშვა ისინი საქართველოში, რომელსაც ბრძლის ველიდან გაექცა, მათთან საბრძველად ჯარისკაცები და დაუცველი სამოქალაქო პირები დატოვა, თავად კი რუსებს მძღოლებად და ოფიცანტებად ემსახურებოდა, მერე კი ომის დაწყებაც აღიარა, ისკანდერის ნაწილებიც გადამალა, ლარსის საბაჟო პუნქტზე კი რუსეთიდან შემოსულებს საკაშვილი პირზე კოცნის გარეშე არ ატარებდა. განა არ იციან ეს რომ ასეა, მაგრამ დღეს, რომელიც ერთმ ხრივ ჩვენი სამშობლოსათვის გმირულად შეწირული სამხედროების მაგალითია, არანაირად არ სურთ იმის გაგონება, რომ სწორედ ამ დღეს სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა უპრეცენდენტო ღალატი, როდესაც რუსების ჯარი შემოდიოდა ურცხვად აცხადებდნენ, რომ რუსეთი საომარ მოქმედებებში არ ერეოდა, მოსახლეობის არათუ ევაკუაცია არ მოახდინეს მუხანათურად შეატოვეს მტერს ხელში. ნაც პროპაგანდისტებმა დღევანდელი დღეც წააგეს, წააგეს არამარტო დღევანდელ ხელისუფლებასთან, არამედ სიმართლესთან და ფაქტებთან. სამაგიეროდ კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზას შეახტნენ სიხარულით, რომ თურმე მამუკა მდინარაძე რიჟვაძის მეგობარი არ ყოფილა, მაგრამ ის რომ მის ამბავს და ჯანმრთელობას რომ კითხულობს ეს არაფრად მიაჩნიათ. ეს რა არის, თურმე ზახაროვას სიტყვები სააკაშვილზე და ომზე მათთვის მიუღებელია, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის იდენტური შეფასებები მისაღები. აი ეს არის მათი ნაცისტური პროპაგანდის სახეც და სიბრიყვეც, უბედურება კი ის გახლავთ თავიანთ აგენტურას და მხარდამჭერებს ეს ფლიდობა დღეს ლამის ახლი გამარჯვების ლოზუნგად სამარცხვინოდ ამეორებინეს. ამიტომაცაა აუცილებელი ყველაფერს დროულად მიეცეს სამართლებრივი შეფასება, ნაცების მიერ ჩადენილი ღალატი კი არ არის მხოლოდ დანაშაული, არამედ არანაკლები დანაშაულია მათი მხარდამჭერების დღევანდელი ქმედებაც, რაც პირდაპირ დადასტურებაა იმისა, რომ ისინიც იგივეს გააკეთებდნენ საშულება, რომ ჰქონოდათ, ახლა კი სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ უსამშობლოთა რიგებში ადგილის დასამკვიდრებლად.” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჯეი დი ვენსი – მთელი...