10 აგვისტო, კვირა, 2025
10 აგვისტო, კვირა, 2025

დავით ჩიხელიძე: ის, რაც ხალხს აინტერესებს, პროპაგანდისტულ მედიას არ აინტერესებს. ისინი მუშაობენ შერჩეული ნარატივით, ცდილობენ მმართველი გუნდის ლიდერების დისკრედიტაციას, მაგრამ ხალხმა იცის, ვინ ლაპარაკობს სიმართლეს და ვინ – სიცრუეს

ორი ლიდერი – ირაკლი და მამუკა – დგანან ფაქტებით, არგუმენტებით, მყარად, სუფთად, პირდაპირ და მეორე მხარეს
– პროპაგანდისტული მედია, რომელიც ვერცერთ შეკითხვაზე ვერ აგებს პასუხს, ვერცერთ კონკრეტულ საკითხზე ვერ საუბრობს საგნობრივად. ნაცვლად ამისა, იმართება შოუ, – ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, პროპაგანდისტული მედია ცდილობს მმართველი გუნდის ლიდერების დისკრედიტაციას, მაგრამ ხალხს ვერ მოატყუებ.

“ორი ლიდერი – ირაკლი და მამუკა – დგანან ფაქტებით, არგუმენტებით, მყარად, სუფთად, პირდაპირ და მეორე მხარეს
– პროპაგანდისტული მედია, რომელიც ვერცერთ შეკითხვაზე ვერ აგებს პასუხს, ვერცერთ კონკრეტულ საკითხზე ვერ საუბრობს საგნობრივად. ნაცვლად ამისა, იმართება შოუ. აიღეს ერთი ფრაზა – „რიჟვაძე ჩემი უახლოესი მეგობარი არ არის“ – და ააგეს მთელი სპექტაკლი, თითქოს რაღაც სკანდალი თქვეს.

მაგრამ რას ამბობდა სინამდვილეში მამუკა? რომ მეგობრობდა, რომ ყურადღებით ადევნებდა თვალს მოს ჯანმრთელობას, რომ წლების მეგობრობა აკავშირებთ
და აქვს მუდმივი კომუნიკაცია. ეს არაა მნიშვნელოვანი „ფორმულასთვის“ და „პირველისთვის“. მათთვის მთავარი ამოჭრილი კონტექსტია – ე.წ. სელექციური სიმართლე. აი, ასე მუშაობს ნაცური პროპაგანდის ძველი, გაყვითლებული მანქანა.

ირაკლის შემთხვევაშიც იგივე. გაასწრო არგუმენტებით, ფაქტებით, პოზიციით. ვერაფერი დაუპირისპირეს. და რა ქნეს? ამოარჩიეს ზახაროვას ერთი ფრაზა და თქვეს – „აი, იგივე თქვა“. ანუ, თუ ზახაროვამ თქვას რომ დედამიწა მრგვალია, ესე იგი, ვინც ამას იმეორებს, რუსია? ეს არის მათი დონე. აბსურდის თეატრი.

ის, რაც ხალხს აინტერესებს – ომის საფრთხე, სასამართლოს რეფორმა, გამოძიების დეტალები, კონკრეტული კანდიდატები – მედიას არ აინტერესებს. ისინი მუშაობენ შერჩეული ნარატივით, სადაც სიმართლე მხოლოდ მაშინაა „მნიშვნელოვანი“, როცა მათ ხელს აძლევს. დანარჩენ დროს – ან იგნორირება, ან გადაფარვა.

აი, ასე ცდილობენ მმართველი გუნდის ლიდერების დისკრედიტაციას, მაგრამ ხალხს არ მოატყუებ. ხალხმა იცის, ვინ ლაპარაკობს სიმართლეს და ვინ სიცრუეს.” – წერს ჩიხელიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჯეი დი ვენსი – მთელი...