ისინი, ყოველდღე სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ზღვარზე დგანან. ერთი ზარი, ერთი მისამართი და ბრძოლა წამებთან… სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებისთვის ყოველი ახალი გამოძახება ახალი ბრძოლის დასაწყისია.
რა არის ამ მძიმე და პასუხისმგებლობით სავსე პროფესიის ფარული მხარე – ღამის სიჩუმეში, სირენების ხმასთან ერთად ქალაქს რომ კვეთენ, რას გრძნობენ ისინი ამ დროს? ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად მარნეულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელს, ადათ ადგეზალოვს ვესაუბრეთ:
– ბაქოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ბავშვობიდან მაინტერესებდა მედიცინა. მახსოვს, რომ ჯერ საჯარო სკოლაში ვსწავლობდი და მაინტერესებდა სამედიცინო წიგნები. მოგვიანებით, ავადმყოფების დახმარების სურვილმა მიმიყვანა სამედიცინო სფეროში.
– რა სირთულეებს უკავშირდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაში მუშაობა?
– სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე უადგილო და არასაჭირო გამოძახებებია. ამ დროს იკარგება საჭირო დრო და იმ ადამიანებამდე ვერ მივდივართ დროულად, რომელთაც მართლაც სჭირდებათ დახმარება.
– რა შემთხვევაში უნდა გამოიძახონ ადამიანებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება?
– სასწრაფო დახმარების გამოძახებისას ადამიანები უნდა დააკვირდნენ პაციენტის მდგომარეობის სიმძიმეს და შედეგ გადაწყვიტონ, ნამდვილად სჭირდებათ თუ არა ამ სახის დახმარება.
– გაიხსენეთ, ყველაზე დასამახსოვრებელი შემთხვევა, რომელიც თქვენ სამუშაო პროცესს უკავშირდება?
– იყო შემთხვევა, როდესაც პაციენტი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იყო და მას სიცოცხლე დავუბრუნე. ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება და ჩემთვის დაუვიწყარია.
– როგორ ფიქრობთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება მოთხოვნებს აკმაყოფილებს?
– როცა გამოძახებების რაოდენობა ძალიან ბევრია მოთხოვნას კარგად ვერ ვპასუხობთ და და ასეთ პირობებში რთულია მუშაობა.
– რამდენად არიან ადამიანები ინფორმირებული პირველადი სამედიცინო დახმარების და ჯანმრთელობის საკითხებზე და ასევე, რა არის საჭირო სფეროს განვითარებისთვის?
– საზოგადოებაში პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ ცნობიერება დაბალი დონეზეა. რაც შეეხება სფეროს განვითარებას, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაკთა რაოდენობა უნდა გაიზარდოს , საჭიროა ახალი კადრები, ხოლო ამ კადრების უმეტესობა ახალგაზრდა ასაკის უნდა იყოს, რადგან ამ საქმის კეთებას კარგი ფიზიკური მონაცემების და ჯანმრთელობის მქონე ადამიანები სჭირდება.
– რას ურჩევდით მათ ვისაც სურს სასწრაფო დახმარების ექიმი გახდეს?
– ეს არის მძიმე სფერო და და მოითხოვს, პასუხისმგებლობის მაღალ დონეს, ასევე მოითხოვს, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. ემოციურად ძლიერი უნდა იყოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი ნებისმიერი სიტუაციაში, უნდა შეგეძლოს თავშეკავება და პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გააკეთოს. რა თქმა უნდა, ვინც ამ პროფესიას ირჩევს უნდა უყვარდეს და პატივს სცემდეს თავისი საქმეს/სფეროს.
– გვესაუბრეთ სასწრაფო დახმარების ექიმის პროფესიის დადებით და უარყოფით მხარეებზე.
– დადებითი მხარე არის ის, რომ ჩვენ ადამიანებს ვეხმარებით. ადამიანებს რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ, ეს კი საუკეთესო განცდა და დიდ მოტივაციაა. უარყოფითი მხარე კი ის გახლავთ, რომ თუ დროულად ვერ მივუსწრებთ პაციენტებს და ვერ ვეხმარებით, შემდეგ ეს შედეგი ჩვენს შინაგან მდგომარეობაზეც ძალიან რთულად აისახება.
-რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი?
-ჩემთვის, ჩემი პროფესია და საქმიანობა ძალიან ღირებულია. ადამიანებს ვეხმარებით სიცოცხლის შენარჩუნებაში, გადარჩენაში. ხელახლა რომ დავიბადო, ისევ ამ პროფესიას ავირჩევდი.
—————————————
ესაუბრა: ფირუზა ადგეზალოვა
(ფირუზა ადგეზალოვა არის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მე-3 კურსის სტუდენტი)