24 ოქტომბერი, პარასკევი, 2025
24 ოქტომბერი, პარასკევი, 2025

დიმიტრი ხუნდაძე: საკუთარი ქვეყნის მტერი, მძიმე წარსულის მქონე პარტიები და მათი წარმომადგენლები, რომლებიც კვლავ ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, უნდა აიკრძალონ

„ეს იყო საზოგადოების დაკვეთა, რომელიც, ცოტა დაგვიგვიანდა, მაგრამ, ამ ეტაპზე უკვე შესრულებულია – სარჩელი არის წარდგენილი და ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი“, – ამის შესახებ მედიასთან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.

მისი თქმით, მძიმე წარსულის მქონე პარტიები და მათი წარმომადგენლები, რომლებიც კვლავ ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, უნდა აიკრძალონ.

„ისეთი პარტიები და მათი წარმომადგენლები, რომლებიც მუდმივად დაკავებულები არიან საკუთარი ქვეყნის შანტაჟითა და მტრობით, საზოგადოებაზე ზეწოლით და მძიმე წარსულის მიუხედავად, კვლავ ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, უნდა დასრულდნენ, აიკრძალონ და დისტანცირდნენ პოლიტიკური საქმიანობიდან“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები