ამბროლაურში გამართული წინასაახალწლო ღონისძიების ფარგლებში საზეიმოდ აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. გაიმართა გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ, როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლები.
საღამო, რომელსაც უამრავი პატარა და სხვადასხვა თაობის ადამიანი ესწრებოდა გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.
„ახალი წლის დღეები” საქართველოს მთავრობის ორგანიზებით უკვე ტრადიციად იქცა და წელს მეოთხედ 63 მუნიციპალიტეტსა და დაბა ბაკურიანში იმართება