23 დეკემბერი, ორშაბათი, 2024
23 დეკემბერი, ორშაბათი, 2024

ამბროლაურის მეორე და ლიხეთის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ამბროლაურის N2 და ლიხეთის საჯარო სკოლების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ცნობით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ორივე სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც შეიცვალა შენობის სახურავები, კარ-ფანჯრები, ელ გაყვანილობისა და გათბობის სისტემები, ეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახები.

„სკოლები მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

ორივე სკოლის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
„Design-Build’“ ეთოდით, რომელთა ჯამური ღირებულებაც 8 000 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს აწარმოებს შ.პ.ს „საბა კონსტრაქშენი’’ და მათი დასრულება იგეგმება 2025 წლის იანვრის ბოლოს.

რეგიონის მასშტაბით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მიმდინარეობს 4 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ჯამური თანხით – 20 174 632 ლარი.

მბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე, პირველ მოადგილესთან, ქრისტინა კობახიძესთან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან, ზვიად მხეიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ასლან საგანელიძესთან ერთად გაეცნო”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები