გიორგი ვოლსკი: 20 იანვარი არის საწყისი იმ ადმინისტრაციის შესვლისა ძალაუფლებაში, რომელიც მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით იზიარებს იმ მიდგომებს, რომელიც ჩვენ გვაქვს

20 იანვარი არის საწყისი იმ ადმინისტრაციის შესვლისა ძალაუფლებაში, რომელიც მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით იზიარებს იმ მიდგომებს, რომელიც ჩვენ გვაქვს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„ამ ღირებულებებთან დაკავშირებით უშველებელი რესურსების მქონე ამერიკას და პატარა საქართველოს ერთნაირი პოზიცია თუ აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეორე დღესვე დაიწყება აღზევება „ქართული ოცნების“. აშშ-სთვის კონიუნქტურა შეიცვალა და ჩვენ მაინცდამაინც გვინდა რომ გავაპრიმიტიულოთ, ის იქნება კარგია სააკაშვილისთვის, ეს იქნება კარგია „ქართული ოცნებისთვის“. ეს ასე არ არის, მსოფლიოში პროცესები მიდის ისე, რომელსაც ჩვენ სიღრმისეულად უნდა ვაანალიზებდეთ.

რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ, ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, ისეთი ხალხი ლამობს ხელისუფლებაში მოსვლას აბსოლუტურად უკანონოდ, რომლებიც მზად არიან, რომ ჩაერთონ ამ დიდ დაპირისპირებაში მათ შორის რუსეთი ფედერაციასთან ეკონომიკური ომი გამოაცხადონ, რომელიც აუცილებლად გადაიზრდება სამხედრო დაპირისპირებაში.

ხალხი ირჩევს რომელი ძალა გინდა ერთი, რომელიც ამას გპირდება, თუ მეორე, რომელიც ცდილობს რომ გამოვიდეს როგორმე ამ ვითარებიდან“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ შეგვიძლია, ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, შევქმნათ ახალი პროგრამები, გამოვიყენოთ...

მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ ადამიანებს, რომელთა ყოველდღიური შრომაც, ხშირად წყნარად, აუჩქარებლად და ზედმეტი საჯაროობის გარეშე ქმნის ქვეყნის მომავალს, -...