23 დეკემბერი, ორშაბათი, 2024
23 დეკემბერი, ორშაბათი, 2024

უკრაინული მედია: გამოკითხული უკრაინელების 47% მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე

გამოკითხული უკრაინელების 47% მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, თუ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებული დარჩება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა eurointegration.com „დემოკრატიული ინიციატივების“ ფონდის მიერ ჩატარებულ გამოკითვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

2024 წლის დეკემბერში რესპონდენტთა 47%-მა დადებითად უპასუხა კითხვას უკრაინის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის შესახებ, თუ ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული დარჩება. ეს 14 პროცენტული პუნქტით აღემატება 2023 წლის ივნისის მაჩვენებელს.

გამოკითხულთა 36% არ არის მზად, მხარი დაუჭიროს ნატოში გაწევრიანებას, თუ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული დარჩება, რაც 16 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2023 წლის ივნისის მაჩვენებელთან შედარებით.

გამოკითხულთა 55%-ის აზრით, უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საუკეთესო ვარიანტი ნატოში გაწევრიანებაა.

საერთაშორისო გარანტიებით უზრუნველყოფილ ნეიტრალურ სტატუსს მხარს უჭერს გამოკითხულთა 12%.

ავტორი:

ბოლო სიახლეები