8 ოქტომბერი, სამშაბათი, 2024
8 ოქტომბერი, სამშაბათი, 2024

„ძალითკაცა“ გააქტიურეს ტემპერატურის ასაწევად. არაკაცობა ამ ქვეყანაში სამაგალითო ვერ გახდება! – ფოთის მერი

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე, ოპოზიციონერი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის მიერ, უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ეს საქციელი როგორ უნდა მოგეწონოს? ამით როგორ უნდა იტრაბახო? ამაზე როგორ უნდა იქილიკო? და ასეთი ხალხი როგორ ამტკიცებს რომ ქვეყნის მომავალზე დარდობს? დღეს დილიდან, მამუკა მდინარაძემ ყველა „ვითომ“ არგუმენტი, ყველა ტყუილი თავზე გადაახია ოპოზიციას, ცუდად იყო მაგათი საქმე და „ძალითკაცა“ გააქტიურეს ტემპერატურის ასაწევად. არაკაცობა ამ ქვეყანაში სამაგალითო ვერ გახდება!

ასეთი თამაში ტემპერატურის აწევასთან ქვეყანას არა, მაგრამ „ძალითკაცებს“ ცუდად მოგიბრუნდებათ!

ხელისუფლება ითხოვს საუბარს, ითხოვს არგუმენტებს და ამათ უნდათ მუშტების ქნევა, აი მანდ ფრთხილად!“ – ნათქვამია ფოთის მერის ბექა ვაჭარაძის განცხადებაში.

ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები