15 დეკემბერი, ორშაბათი, 2025
15 დეკემბერი, ორშაბათი, 2025

თინათინ რუხაძე: მსოფლიოს ნამდვილად ევროპული ხარისხი ვაჩვენეთ!

“დღეს მსოფლიოს ნამდვილად ევროპული ხარისხი ვაჩვენეთ.”- წერს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე “ფეისბუქის” საკუარ გვერდზე.
“საბავშვო ევროვიზიას ძალიან ღირსეულად ვუმასპინძლეთ. დღეს 70- მილიონიანი აუდიტორია გვყავდა. შოუს მსვლელობისას ჩვენი ქვეყნის საამაყო ისტორიაც გადმოვეცით.
ამ ღონისძიების მომზადებაში 1500-მდე ადამიანი მონაწილეობდა; მათ შორის, შემოქმედებითი ჯგუფიც ქართული იყო. მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ბასა ფოცხიშვილსა და მის გუნდს, რომელმაც ეს შოუ ქართული ელემენტებით მოქარგა. მადლობა “Starring Georgia-ს” უმაღლეს დონეზე ჩატარებული სამუშაოსთვის. მადლობა მინდა ვუთხრა კომისიას, რომელიც პრემიერ-მინისტრის განკარგულებით იყო შექმნილი. ძალიან ბევრი უწყება იყო ჩართული, რათა ეს საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიება სათანადო დონეზე ჩაგვეტარებინა.
მუსიკას და კულტურას თარგმანი არ სჭირდება. საქართველომ კიდევ ერთხელ, სწორედ კულტურით დაამტკიცა, თუ რამხელა შესაძლებლობების ქვეყანაა!” – აღნიშნავს კულტურის მინისტრი.
ფოტო: https://www.facebook.com/share/p/19LyKqi4jv/

ავტორი:

ბოლო სიახლეები