“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტები და პროფესორები წმინდა გიორგი მთაწმინდელის დედათა მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდნენ

“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორები დღეს წმინდა გიორგი მთაწმინდელის დედათა მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდნენ.

სხვადასხვა პროფილის ექიმებმა ბენეფიციარებს გამოკვლევები ჩაუტარეს. საჭიროებისამებრ, მათ შესაბამისი მედიკამენტები გადაეცათ.

ბენეფიციარების გამოკვლევებს მედიცინის და სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ნათია ჯოჯუა დაესწრო.

ცენტრში იმყოფებოდნენ ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც სხვადასხვა პროფილის ექიმებს დაეხმარნენ.

“ევროპის უნივერსიტეტი” სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მსგავს ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მმართველი პარტიის საპატიო...

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდი „ქართუ“ განაგრძობს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური...